კომპანია
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის
მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით
აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და
2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო
ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა,
ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი,
სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ
აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს,
როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული
მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://www.georgiasnatural.com ან
Facebook გვერდზე georgias
natural
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ
წევრს ბრენდული ობიექტების პრემიუმ სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე, რომლის ძირითად
მიზანს წარმოადგენს მომსახურების სტანდარტების დაცვა და გაყიდვების ზრდა.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სწავლაზე მორგებული სამუშაო
გრაფიკი : 6 დღე ცვლებში (09:30-15:30 ან 15:30-21:30)
დასვენება: კვირაში 1 დღე
ანაზღაურება: თვის ჭრილში საშუალოდ 900 -1000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჯორჯიაზ ნეიჩერალის მომხმარებლისთვის პრემიუმ მომსახურების
გაწევა;
- მომხმარებლისთვის ორგანული პროდუქტების შეთავაზება
და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის
მიღება და თაროებზე განლაგება
მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება და სალარო ოპერაციების
წარმოება;
- გლოვო, ვოლტი და ბოლტის მომსახურება;
- ობიექტზე ჰიგიენის შენარჩუნება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სალარო ოპერაციების ცოდნა;
უნარები:- კომუნიკაბელურობა;
- პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს
კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ
მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “არომაპროდუქტი”-ს
მიერ (ს/ნ:
200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის
გამზ. N17მ, საფოსტო ინდესი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან
შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი
რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა)
შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების
შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი
განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ
მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა
და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის,
გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
career@georgiasnatural.com ; ინფორმაციის
(CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.