კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან
ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას.
ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში,
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო
სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის
და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა,
ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი,
სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ
აფრიკა, და ა.შ.
კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი
ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს,
როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული
მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე: https://www.georgiasnatural.com ან
Facebook გვერდზე georgias
natural
"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოების დამხმარის / მეურვის
პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სანზონა, გურამიშვილის 17მ.
სამუშაო გრაფიკი : ცვლებში
(09:00 -18:00 ან 13:00 - 22:00) შესვენება - 1 სთ.
ანაზღაურება: 1100 ლარი.
დასვენება: კვირა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კერხერის სარეცხი დანადგარით წარმოების და საწყობების
შიდა ტერიტორიის დასუფთავება;
- საწარმოო ხაზის მიმდებარე ტერიტორიის განთავისუფლება
ზედმეტი ნივთებისგან (პალეტი, მუყაოს საფენი და სხვა) და სპეც. გამოყოფილ ადგილზე
გადატანა;
- შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უპირობო შესრულება;
- დასუფთავების გეგმა-გრაფიკის
დაცვა;
- წარმოებისთვის საჭირო მასალების მიწოდება;
- რეცხვა-დეზინფექციის
ჩანაწერების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სისწრაფე;
- დეტალებზე
ორიენტირებული;
- ფიზიკური მუშაობის შესაძლებლობა.
უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს
კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ
მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს “არომაპროდუქტი”-ს
მიერ (ს/ნ: 200002362; იურ.
მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდესი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა
და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან
დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული
იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის
(CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო
ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება.
არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ,
მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი
გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ
ფოსტაზე: career@georgiasnatural.com
; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას
ზემოაღნიშნულზე.