პრემიუმი

მიმტანი

01 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
მიხაილ ლერმონტოვის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

 ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი 
"IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას,
მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების პროცესის შესახებ, სტუმრების ინფორმირება;
  • სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
  • სტუმრის ეფექტური მომსახურება “სასტუმრო იოტას"სტანდარტების მიხედვით;
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • სტუმრის გაცილება და მათი შთაბეჭდილების გაგება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის 0-1 წლიანი გამოცდილება;
  • რესტორნის მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
1200 ლარამდე ანაზღაურება)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე,  2 დასვენების დღე.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა;
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და
თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული
პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"
საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ
შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის
შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების
მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ
ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა
რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ
გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
მისამართი
მიხაილ ლერმონტოვის ქუჩა, თბილისი, საქართველო
01 ოქტომბერი - 31 ოქტომბერი