სტანდარტული

გაყიდვების მენეჯერი

02 ოქტომბერი - 01 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "ჯითი მოტორსი" - საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini-ს ოფიციალური წარმომადგენელი და გლობალური იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #163

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილის გაყიდვების უზრუნველსაყოფად ეფექტური შეთავაზების განხორცილება ვიზიტორებთან;
  • ავტომობილების შოურუმში განლაგება და კონტროლი;
  • ახალი სატრანსპორტო საშუალებების მიღების პროცესში სრული ჩართულობა;
  • გამოცხადებული ტენდერით მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ავტომობილის შერჩევა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
  • ბაზრის კვლევასა და სატენდერო განცხადების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდული სატრანსპორტო საშუალებებისათვის შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება და გაყიდული ავტომობილის მფლობელისთვის გადაცემის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია საავტომობილო სფეროში);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამის ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/OZwafBqb

გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
02 ოქტომბერი - 01 ნოემბერი