სტანდარტული

საგზაო მონიშვნის სპეციალისტი

03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1200 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

გზაჯვარედინიუკვე 16 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობის ძირითად სპეციფიკას წარმოედგენს: საგზაო ნიშნების, საყრდენი კონსტრუქციების, შუქნიშნების, საპარკინგე ადგილებისა და გვირაბების მართვის ავტომატური სისტემების, ლითონის თვალამრიდების წარმოების, მონტაჟისა და მონიშვნის სამუშაოები.

ვაკანსიის დასახელება: საგზაო მონიშვნის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 122, ასევე მივლინებები საქართველოს მასშტაბით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-ხუთშაბათი (09:00-18:00), პარასკევი 09:00-17:00
სახელფასო განაკვეთი: 1200 (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საგზაო მონიშვნის სამუშაოების პროექტის მიხედვით მონიშვნისთვის გზის წინასწარი დაკვალვა;
  • საგზაო მიმართულებით სამღებრო სამუშაოების ხელით შესრულება;
  • საგზაო მონიშვნის სამუშაოებისთვის საჭირო რესურსებისა და სახარჯი მასალების სწორად განსაზღვრა/კონტროლი;
  • საჭირო ინვენტარის ვიზუალური და ტექნიკური გამართულობის მუდმივი მონიტორინგი;
  • საგზაო მონიშვნის სხვადასხვა ტექნიკების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია მოქნილობა სამსახურებრივი მივლინებების მიმართ;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • გზებზე ხაზვის ტექნიკების თეორიულ და პრაქტიკულ შესწავლას;
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერულ წინსვლას და მზარდ ანაზღაურებას;
  • სხვადასხვა სახის ბონუსურ ანაზღაურებას;
  • მივლინების შემთხვევაში, სასტუმროს, მგზავრობისა და კვების უზრუნველყოფას.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიაროთ თქვენი CV.

შპსგზაჯვარედინი"- მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპსგზაჯვარედინიუფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში.
ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპსგზაჯვარედინი“- მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი