standart

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესის" მარკეტინგის გუნდი აცხადებს ვაკანსიას ახალ წევრის - ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში.


სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00

ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით)

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

მის: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"


საქმიანობის აღწერა:

• კომპანიის მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ონლაინ მედია აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება მარკეტინგის გუნდთან ერთად;

• Facebook, Instagram, LinkedIn და სხვა სოციალური ქსელებში კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტურობის შეფასება

• ციფრული კომუნიკაციის არხებში ჯგუფებისა და community-ების მართვა და ამ არხების საკომუნიკაციო მიქსში გამოყენება

• GoogleAds-კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;

• ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის განთავსებისა და ანალიტიკურ პლატფორმებთან ურთიერთობა

• დიზაინერებსა და მარკეტინგის გუნდთან მუშაობა ეფექტური კრეატიული მასალების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად;

• ციფრული მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა და ოპტიმიზაცია;

• შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგის წარმოება.


აუცილებელი მოთხოვნები:

• აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

• ციფრული რეკლამის პლატფორმებთან (Google Ads, Google AdWords, Google Analytics, Meta business suite და სხვა) მუშაობის გამოცდილება;

• საოფისე პროგრამების ცოდნა;

• ქართული ენის გამართული ცოდნა;

• ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);

• ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

• ინფორმაციის ანალიზის და ეფექტურად გადმოცემის უნარი;

• მაღალი პასუხისმგებლობა;

• საქმის ვადებში შესრულების უნარი.


გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები 2024 წლის 3 ნოემბრამდე შესაბამის ლინკზე: https://hel-ai.com/apply/N1f6Df4c


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სს მისო "ინტელიექსპრესისს" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.


თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა.


წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ რეკვიზიტებზე: vacancy@intelexpress.ge / 032 2 49 25 25


"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!

კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
03 ოქტომბერი - 02 ნოემბერი