სტანდარტული

ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტი

28 ოქტომბერი - 03 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU. გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სხვლას უწყობს ხელს. თუ გინდა მრავალფეროვან პროცესებში ჩაერთო და საინტერესო პროექტები განახორციელო, შემოუერთდი ჩვენს გუნდს პოზიციაზე. 


ვაკანსიის დასახელება: ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი,

პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი


შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!


რას გთავაზობთ ჩვენ?!

  • დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
  • იდეების განხორიციელების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
  • კარიერულ ზრდასა და განვითარებას
  • ჯანრმთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?!

  • დაეხმარებით მომხმარებელს პროდუქტის ონლაინ შეძენაში
  • გაუწევთ კონსულტირებას პროდუქტის მახასიათებლებთან დაკავშირებით 
  • საჭიროების შემთხვევაში პარტნიორებთან კომუნიკაცია და მომხმარებელს პრობლემის დროულ გადაწყვეტაში დახმარება
  • მომხმარებლის უკუკავშირის დაფიქსირება შესაბამის სამსახურებთან
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული ან დამატებითი პროდუქტების შეძენის შეთავაზება

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?!

  • სასურველია უმაღლესი ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lp1veime

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გეფა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!


პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;

 დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

28 ოქტომბერი - 03 ნოემბერი