standart

პროდუქციის მოძიებისა და შესყიდვის ანალიტიკოსი

28 ოქტომბერი - 03 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროდუქციის მოძიებისა და შესყიდვების ანალიტიკოსი,

ვაკანსიის დასახელება: პროდუქციის მოძიებისა და შესყიდვის ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათავო ოფისი

დეპარტამენტი: კომერციული შესყიდვების განყოფილება

პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!


რას გთავაზობთ ჩვენ?!

  • დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
  • იდეების განხორიციელების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
  • კარიერულ ზრდასა და განვითარებას
  • ჯანრმთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

  • უცხოურ და ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება
  • პროდუქციის მოძიება/შესყიდვა მოთხოვნის მიხედვით
  • შესყიდვების სრული ციკლის განხორციელება და კონტროლი
  • შესყიდული და გაყიდული პროდუქციის ღრმა ანალიზი და მუდმივი კონტროლი
  • ანგარიშსწორების მართვა და კონტროლი

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?

  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • აუცილებელია კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით კი ექსელის ცოდნა

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

  • ანალიტიკური აზროვნება
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/qbirnIhd 


პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

 კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;

 დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

28 ოქტომბერი - 03 ნოემბერი