standart

ფარმაცევტი

28 ოქტომბერი - 06 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი, კახეთი და 5 სხვა
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს „გეფა“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.

ინოვაციური მიდგომებისა და მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით ცნობილი კომპანია ყოველდღიურად ზრდის აქტივობების არეალს და ფარმაციასთან ერთად აქტიურად ზრუნავს სილამაზისა თუ ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ხაზის განვითარებაზე.

გეფას, როგორც კომპანიის მისიაა შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაში, პირნათლად შეასრულოს დაპირებები და ნაკისრი ვალდებულებები საზოგადოების, ქვეყნის და თავისი თანამშრომლების წინაშე.

გეფა, როგორც დამსაქმებლი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს. გვჯერა, რომ კომპანია მისი თანამშრომლის განვითარებისა და ზრდის პროპორციულად ვითარდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გუნდურობა, ღიაობა, შედეგზე ორიენტირებულობა, ერთამანეთის ზრდა და გაძლიერება.


„ფარმადეპო“ და "ჯპს" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.


რას გთავაზობთ ჩვენ:

  • პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს, რომლისთვისაც ადამიანი უპირველესი ღირებულებაა.
აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან არასრული სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • სასურველია აფთიაქში მუშაობის გამოცდილება
  • ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე და კონკურენტულია საქართველოში არსებული ფარმაცევტული ბაზრისთვის
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/li3IVEK


 პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;

დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.



„გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


28 ოქტომბერი - 06 ნოემბერი