Premium +

გაყიდვების კონსულტანტი (Grand Mall)

21 October - 07 November
Details
Address
აჭარა
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან  წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.  TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

 

ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ  LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia

 

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME


თქვენ თამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს, თუ როგორ გრძნობენ ჩვენი მომხმარებლები თავს მაღაზიიდან გასვლისას. თქვენი გაღიმება, მისალმება და მადლობის გადახდა თითოეულ მომხმარებელს მისცემს განუმეორებელ შთაბეჭდილებას.  სამუშაო დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში. შეიძლება რამოდენიმე ამოცანის შესრულება მოგიწიოთ მომხმარებელთან ურთიერთობისას, ამიტომ თქვენი კეთილგანწყობა, გუნდური მუშაობა და პოზიტივი ძალიან მნიშნელოვანია  თაიმში ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლებას, ასევე ფიტპასის კორპორატიულ ფასს და ყოველთვიურ ბონუსს. თქვენ  ისარგებლებთ ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნოთ კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით. თქვენ მოსვლის დღიდანვე ერთვებით წლიური ნომინაციების სისტემაში და წლის ბოლოს შესაძლებლობა გაქვთ გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი და მოიგოთ სასიამოვნო საჩუქრები.  თქვენი ლოიალურობა ჩვენი პრიოროტეტია. ამიტომ გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რაც ითვალისწინებს ყოველწლიურად ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.


თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება, გიყვართ მომსახურების პროცესი და სხვების დახმარება, შეგიძლიათ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით თაიმის გუნდში. 


ფუნქცია-მოვალეობები:


  • მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული
  • მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით
  • პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება. 

სამუშაო გრაფიკი:  


კიოსკის გრაფიკი - კვირაში 40 საათი. 3 დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე და 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;  დანარჩენი კვირის დღეები - დასვენება.           


განაცხადის შემოტანის პროცედურა:


დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://timeteam.bamboohr.com/careers/80?source=aWQ9NDk%3D ან/და გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV.


კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.  


Location
46 შოთა რუსთაველის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
21 October - 07 November