საერთაშორისო გადამზიდი კომპანია "TRANSPORTAL'' - ახორციელებს გადაზიდვებს, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებიდან (იმპორტი / ექსპორტი), მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას, საბაჟო პროცედურების ჩათვლით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება, არსებული მომსახურების / სერვისების შესახებ ინფორმირება/შეთავაზება
- პოტენციურ დამკვეთებთან, როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი კომუნიკაცია/შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება
- დამკვეთებთან ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება, შემდგომში გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სატელეფონო გაყიდვების კუთხით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება გადაზიდვების სფეროში გამოცდილ კანდიდატებს (მინიმუმ 1 წელი)
- უცხო ენები: ინგლისური, რუსული/დამატებითი ენის ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად.
- მოლაპარაკებების წარმოების ცოდნა/გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
- შედეგებზე ორიენტირებული
- მოლაპარაკებების / შეხვედრების დაგეგმვის უნარი
- პრეზენტაციის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის, კონკრეტულად კი, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1,500 ლარი + ბონუსი თითოეული გაყიდვიდან
კომპანია აუცილებლად გაუზიარებს შესაბამის ცოდნას კანდიდატს, რომელიც იქნება შერჩეული აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!