რესტორანი ,,ლოლიტა’’ აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ ჭოველიძის N7
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
ცომეულის და სხვა შეკვეთების არსებული რეცეპტებითა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
საჭირო პროდუქტის ხარისხის და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
ყველა შეკვეთის სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
სტანდარტების და ჯგუფის მთავარი მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტების შესრულება;
საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
ჰიგიენის ნორმების დაცვა;
საჭირო უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე recruitment@lolita.ge
და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.