standart

სერვის ცენტრის მენეჯერი

16 ოქტომბერი - 15 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
შიდა ქართლი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
5+ წელი

ვაკანსიის აღწერა

შპს „“ჯიემსი მოტორსი GMC Motors’’ 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას,აგრეგატებს,ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია  აცხადებს  ვაკანსიას  ქართლის რეგიონში, სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სერვის ცენტრის არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის ოპტიმალური მომსახურების შეთავაზება;
  • მონიტორინგი, გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება, შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა;
  • მომსახურების ხარისხის (დადგენილი სტანდარტები და წესები) კონტროლი, ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კოორდინაცია, კონტროლი და განვითარება;
  • საჭირო პროექტების/გეგმის შემუშავება და განხორციელება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება.
  • 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობის დარგში
  • 3+ წლიანი გამოცდილება ხელმძღვნელის პოზიციაზე მუშაობის
  • სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის ცოდნა
  • სავალდებულოა MS Office  ცოდნა;
საჭირო უნარები:

  • გუნდის მართვის უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00

ადგილმდებარეობა: ქართლი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/LOVOL.GMC?locale=ka_GE

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge

მისამართი
კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 ოქტომბერი - 15 ნოემბერი