შპს „“ჯიემსი მოტორსი GMC Motors’’ 10 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე და ყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას,აგრეგატებს,ნაწილებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
ბაზრის კვლევა/შესწავლა:
- ახალი პრდუქციის მოძიება და შესყიდვის დაგეგმვა
- პესტიციდებისა და სასუქების ცოდნა/მათი იმპორტი
- იმპორტისთვის საჭირო პროცედურების კონტროლი/მონიტორინგი
- მოლაპარაკების წარმოება უცხოელებთან
- საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებში რეგისტრაცია
- შესყიდული პროდუქციის რეალიზაცია/გეგმის გაწერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სავალდებულოა ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
- სავალდებულოა MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
საჭირო უნარები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო დღეები/სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 10:00-15:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-12 კმ
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@eg.ge