სტანდარტული

ექსპედიტორი

18 ოქტომბერი - 17 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ასორტი ვერე“ აცხადებს ვაკანსიას „ ექსპედიტორის“    პოზიციაზე.


ასორტი ვერე“-ს საკონდიტრო წარმოება, ცივი და ცხელი სამზარეულო, საცხობი ნაწარმი- 2007 წლიდან ქართულ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.

ასორტის სახელის ქვეშ დღეს უკვე ერთიანდება 1 ცენტრალიზებული საწარმო და 8 კაფეტერიათა ქსელი - სადაც სამასზე მეტი პირია დასაქმებული. 


კომპანია დაარსების დღიდან ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებასა და წინსვლას.

ასორტში შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი პოტენციალის მაქსიმუმი, სრულად დაეუფლოთ თქვენს პოზიციას, ყოველდღიურად გქონდეთ შეხება საინტერესო გამოწვევებთან და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებთან!  


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი / 07:00 – 16:00 ან  10:00 – 19:00 სთ

ანაზღაურება: 1100 - 1500 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:


  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
  • ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად ტრანსპორტირება ერთი ადგილიდან მეორეში, აღნიშნული მიზნით მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადება და ტვირთის დროულად ტრანსპორტირება;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);

პიროვნული თვისებები/უნარები:

 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ(ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@assorti.ge , წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ „ ექსპედიტორი“ ან შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/1D5MCnqxKWqJ_BU5dOnXmJqcPDv77jg281o86nf8nvME/edit

 

გისურვებთ წარმატებას!

18 ოქტომბერი - 17 ნოემბერი