პრემიუმი

აღმასრულებელი ასისტენტი

29 ოქტომბერი - 17 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანია „მედკორი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.


„მედკორი“ (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023 ) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, ინექციური კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია).


პოზიციის აღწერილობა:


  • სამუშაო შეხვედრებზე დასწრება და დელეგირებული დავალებების შესრულების კონტროლი;
  • გაცემული დავალებების ვადებში შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
  • გენერალური დირექტორისთვის თათბირების, საქმიანი შეხვედრების და მივლინებების ორგანიზება;
  • დირექტორის კალენდრის მართვა;
  • საქმიანი დოკუმენტების გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, შედგენა, გაფორმება, მიღება, დასამტკიცებლად/ხელმოსაწერად წარდგენა, განსაზღვრულ ვადებში რეაგირება, გაგზავნა;
  • საქმიანი კომუნიკაცია (ფოსტით, ელ. ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან და თანამშრომლებთან;
  • უცხოელი პარტნიორების მიღება-დახვედრა და მათი ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება;
  • გენერალურ დირექტორს და გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის მართვა;
  • ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რაპორტების მომზადება გენერალურ დირექტორთან წარსადგენად;
  • კომპანიის ზრდასთან, ან ახალ პროექტებთან დაკავშირებული გეგმების შესაბამისად აქტუალური საქმეების პროგრესის, დედლაინებისა და შესრულების უზრუნველყოფა;
  • დავალებების მართვის სისტემებთან მუშაობა;

მოლოდინები კანდიდატის მიმართ:


  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე ან/და მარკეტინგულ სააგენტოებში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური მაღალ დონეზე, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • დაგეგმარებისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მოთამაშე;

ძირითადი პირობები:


  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარიდან;
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@medcore.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.


მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

 

სოციალური ქსელები
29 ოქტომბერი - 17 ნოემბერი