პრემიუმი

შესყიდვების გუნდის წევრი

29 ოქტომბერი - 17 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
2000-2500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1-2 წელი

ვაკანსიის აღწერა

სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტიორ-დისტრიბუტორი კომპანია „მედკორი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს შესყიდვების განყოფილებაში, თბილისში.

„მედკორი“ (https://www.facebook.com/medcoreaesthetics2023 ) არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ჯანდაცვის ინდუსტრიას სთავაზობს სპეციფიური დანიშნულების თანამედროვე სამედიცინო პროდუქტებს (მიმართულებები: კლინიკა-ჰოსპიტალები, ინექციური კოსმეტოლოგია და სტომატოლოგია).


პოზიციის აღწერილობა:


  • დადგენილი პროცედურების მიხედვით შესყიდვების წარმოება;
  • ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოწოდების პირობების შეთანხმება და ფასების მონიტორინგი;
  • შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
  • მომწოდებლისთვის წუნდებული პროდუქციის ან დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული შესყიდვების განხორციელება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ლოჯისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია-კოორდინაცია;
  • მიღებული მოთხოვნების დამუშავება და შესრულება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

მოლოდინები კანდიდატის მიმართ:


  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე 1-2 წლიანი გამოცდილება მნიშვნელოვანია;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • დაგეგმარებისა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მოთამაშე;

ძირითადი პირობები:


  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000-2500 ლარი;
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები.


მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

სოციალური ქსელები
29 ოქტომბერი - 17 ნოემბერი