სტანდარტული

მიმტანის დამხმარე

21 ოქტომბერი - 20 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, მიმტანის დამხმარე პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე მოსულ სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, შემნას მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემო. 

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს შეკვეთის მიწოდება შესაბამის მაგიდაზე;
  • დაეხმაროს მიმტანს და საჭიროების შემთხვევაში შევიდეს სტუმართან კომუნიკაციაში;
  • სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს დასუფთავების ვალდებულებები - იზრუნოს მაგიდების დასუფთავებაზე, რეგულარულად შეაგროვოს გამოყენებული ჭურჭელი, უზრუნველყოს დადგენილი წესების/რეკომენდაციების მიხედვით ზედაპირის წმენდა/დეზინფიცირება ყოველი სტუმრის მიღების შემდგომ; 
  • მზად იყოს კოლეგების დასახმარებლად;
  • მუდმივად იზრუნოს სამუშაო ტერიტორიის მოწესრიგებასა და სისუფთავეზე;
  • მოამზადოს რესტორნის ტერიტორია სტუმრების მისაღებად, დარწმუნდეს, რომ მაგიდები გაწყობილია და მარაგშია დამატებითი ჭურჭელი;
  • მოემსახუროს სტუმრებს სტანდარტების მაქსიმალური დაცვით; 
მოთხოვნები:

  • კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
  • კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა. 
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
21 ოქტომბერი - 20 ნოემბერი