საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი, ფერმა და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში საწყობის თანამშრომლის (მუშა) თანამდებობაზე:
აუცილებელი მოთხოვნები:
- საწყობში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
მოვალეობები:
- აკომპლექტებს მიღებულ შეკვეთებს;
- აწესრიგებს საწყობს, სწორად განალაგებს პროდუქციას კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად;
- აკონტროლებს პროდუქციის ვარგისიანობის ვადებს და ყურადღებას აქცევს კომპანიის კუთვნილი პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მიხედვით დალაგებას;
- სატრანსპორტო საშუალებებში (სატვირთო მანქანებში) ჩატვირთოს შეკვთილი პროდუქცია , ასევე ჩამოტვირთოს სატრანსპორტო საშუალებებიდან მიღებული პროდუქცია და დაასაწყობოს.
- ასრულებს ნებისმიერი სხვა სახის დავალებას, სხვადასხვა მითითებებსა და დავალებებს, ზემოაღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით.
სამუშაო პირობები:
- განაკვეთი - სრული
- სამუშაო საათები: 08:00 – 17:00
- ანაზღაურება : 1200-1500
- საწყობის მისამართი: თბილისი, დიდუბე, წერეთელის გამზირი 113დ.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- გუნდურობა
- ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."