ვინ ვართ ჩვენ?
EPISODE Hotels-ში ჩვენ ვახდენთ რევოლუციას სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და ტექნოლოგიას. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველა ოპერაცია იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დახმარებით, რომლებიც დანერგილია EPISODE-ში.ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენთვის კომფორტის წყაროა და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ გულწრფელად გაიზიარონ ჩვენი ხედვა. ეს პოზიცია ითვალისწინებს 3 თანამშრომელს, რომელებიც მუშაობენ ცვლების მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: საათობრივი +ბონუსები+ ზეგანაკვეთური ანაზღაურება
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა
ფუნქციები და მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:·
ინგლისური ენა B1
სასტუმრო ეპიზოდი არის აღმოსავლეთ ევროპის პირველი სრულად ტექნოლოგიური მომსახურების სასტუმრო. ჩვენთან მუშაობით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დააკვირდეთ, მიიღოთ და შეისწავლოთ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.
რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს „Episode Hotels“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებას.