,,აჭარა ჯგუფი’’ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული ტექნიკური მითითებებისა და დავალებების შესრულება;
- ქსელის მომხმარებელთა ტექნიკური მხარდაჭერა;
- შეხვედრების, ტრენინგების და სხვადასხვა ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
- ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიკაცია და დროული რეაგირება;
- ობიექტზე არსებული პროგრამებისა და აპარატურის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- ქსელის მომხმარებელთა სამუშაო ადგილის გამართვა;
- შიდა ქსელის პირველადი მოწყობა, პრობლემის დიაგნოსტიკა და მხარდაჭერა;
- პროვაიდერ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია ოფისის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის მხრიდან ინიცირებულ პროექტებში ჩართულობა.
- უშუალო ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
- პროცესის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა.
საჭირო უნარები:
- აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 4 დეკემბრამდე.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.