,,აჭარა ჯგუფი’’ აცხადებს ვაკანსიას ვერტიკალურ მეურნეობაში მემცენარე აგრონომის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კოსტავას 14;
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ძირითადი მოვალეობები:
- მცენარეთა მოვლის/შემოწმების უზრუნველყოფა.
- მოსავლის აღება- დაფასოება - განაწილება;
- მოსავლის დათესვა ცხრილის მიხედვით;
- პესტ-მენეჯმენტის კონტროლი;
- მცენარეებისთვის სასუქების და მჟავის მიწოდების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
- მცენარეთა ზრდის შეუფერხებელი პროცესის: მცენარეთა აყვავება, მორწყვა, ნუტრიენტების გამოყენება და ა.შ. მონიტორინგის გაწევა;
- სათბურში ინვენტარის მოწესრიგება;
- ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში;
- კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა.
დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მოთამაშე;
- პრობლემების მყისიერი აღმოფხვრის უნარი;
- დაკვირვებულობა;
- დაჩითილების პროცესების წარმოების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- დაზღვევას;
- კვებას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 4 დეკემბრამდე.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.