პრემიუმი

სერვისის მენეჯერი

05 ნოემბერი - 05 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
აბაშიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
3000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
5+ წელი
დეპარტამენტი
მომხმარებელთან ურთიერთობა

ვაკანსიის აღწერა

"სუში რუმ"- აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

 

მოვალეობები:


  • ადგენს კლიენტის მომსახურების სტანდარტებს;
  • ითვალისწინებს ჰასპის რეგულაციებს სადაც საჭიროა;
  • იყვანს და უტარებს ტრენინგს თანამშრომლებს;
  • თვალყურს ადევნებს სერვისის პროცესს და არის პასუხისმგებელი საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე; 
  • ურთიერთობს უკმაყოფილო მომხმარებელთან და ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე;
  • რწმუნდება რომ მომხმარებელთან მიდის ხარისხიანი და კარგად გაფორმებული კერძები;
  • უზრუნველყოფს რესტორნის გამართულად მუშაობას მის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ საკითხებში;
  • პასუხისმგებელია აღწერებზე;
  • რწმუნდება რომ ყველა მომხმარებელი კმაყოფილია;
  • ცდილობს ყველგან და ყოველთვის წარმოაჩინოს ბიზნესი საუკეთესო მხრიდან;
  • პასუხისმგებელია ნავაჭრის მონაცემების და სხვა სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე წინასწარ შეთანხმებული წესის შესაბამისად;
  • ატარებს კრებას თანამშრომლებთან და აძლევს მითითებებს;
  • პასუხისმგებელია თიმბილდინგზე;
  • აწარმოებს ანგარიშს გენერალური მენეჯერისთვის;
  • აორგანიზებს ურთიერთობას გარე სერვისის მომწოდებლებთან (საკურიერო სერვისი, მომარაგება და ა.შ.)
  • აქვს მჭიდრო კომუნიკაცია სამზარეულოსთან/ შეფთან გაყიდვების ოპტიმიზაციის კუთხით;
  • არის პირადი მაგალითი თანამშრომლებისთვის;
  • ზუსტად უნდა გაწეროს თითოეული თანამშრომლის (პოზიციების მიხედვით) უფლება-მოვალეობები და გააკეთოს ჩექლისთი გადასამოწმებლად;
  • აკონტროლებს დისციპლინას დარბაზში.

ანაზღაურება:


  • 3000-4000 ლარი თვეში (გამოცდილების შესაბამისად)

 

სამუშაო გრაფიკი:


  • სრული                                                                

განაცხადის გასაკეთებლად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

 

  • სერვისის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5-7 წელი;
  • კონფლიქტურ სიტუაციებში მოლაპარაკებების და მათი წარმატებით გადაწყვეტის გამოცდილება; 
  • აზიურ რესტორანში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • ჰასპის სტანდარტების ცოდნა/გამოცდილება;
  • გამოკვეთილი ლიდერული თვისებები;
  • ინგლისურის ცოდნა სავალდებულოა, სასურველია სხვა ენებიც;
  • გქონდეთ კარგი კომუნიკაციის და  გუნდური მუშაობის უნარი;
  • იყოთ მოწესრიგებული, მოტივირებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააკეთონ განაცხადი.

 

განცხადებას აუცილებელია ერთვოდეს განმცხადებლის ფოტოსურათი

კატეგორია
general.spheres.choice.hospitality
სოციალური ქსელები
05 ნოემბერი - 05 დეკემბერი