კომპანია სუში მანია აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
ძირითადი მოვალეობები:
- სათანადო ოფისის კონდიციაში ყოფნის კურირება
- ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და განთავსება
- სტუმრების მიღება-დახვედრა, წყლით, ყავით, ჩაით და ა.შ. გამასპინძლება
- ხელმძღვანელის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით დელეგირებული საკითხების შესრულება
- ხელმძღვანელის მხრიდან ადმინისტრაციულ, საოპერაციო ნაწილში და სხვა დელეგირებულ საკითხებში ჩართულობა და მათი შესრულება, კომპანიის სხვა რგოლებთან იურისტთან, ბუღალტერთან, ლოჯისტიკის, საწყობის და სხვა თანამშრომლებთან საკითხების კოორდინაცია
- ორესპონდენციის მართვა, სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება
- კომპანიის მარკეტინგული და კომერციული აქტივობების ცოდნა და მათში ჩართულობა
- კომპანიაში სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და შესრულებაში აქტიური ჩართულობა
- ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების დაფოლდერება, რეესტრის წარმოება
- HR პლატფორმის მართვა. პერსონალის სამუშაო დროის კონტროლი და საკადრო საქმის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სრულყოფილად (აუცილებელია)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ეფექტური და პრეზენტაბელური კომუნიკაციის უნარი
- გამართული წერის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- განვითარების პერსპექტივას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ფიტპასს
შენიშვნა: არ განიხილება იმ კანდიდატების რეზიუმეები, რომლებიც არ ფლობენ რუსულ ენას სრულყოფილად.
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ბმულზე: https://wrk.ge/wFK6U022Ym