სტომატოლოგიური მაღაზია უნიშოპი (შპს. უნიდენტი) აცხადებს მოლარე კონსულტანტისვაკანსიას. ჩვენი მაღაზია 10 წელია არის ბაზარზე და გამოირჩევა ზრდის მაღალი ტემპით , სთავაზობს თავის მომხმარებლებს პროდუქციის დიდ ასორტიმენტს და წარმოადგენს მსოფლიო წამყვან ბრენდებს .
მაღაზია მდებარეობს თბილისში ანა ანტონოვსკაიას 9 ნომერში
ფუნქციები:
მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
პროდუქციის მაღაზიაში დროული და სტანდარტების შესაბამისად განლაგება.
პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება.
ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება .
გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება
ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სასურველია 1C პროგრამის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
ანალიტიკური აზროვნების უნარები;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელური;
მოლაპარაკების უნარი.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანაზღაურება: 1400 ლარი
სტაჟირების პერიოდი: ერთი - სამი თვე, ანაზღაურებადი (1000ლარი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 595 269 226
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი, 2024.