დარბაზის კონტროლი: მერჩენდაიზინგი, დაზიანებული ნივთის მოხსნა ან შეკეთება, ცარიელი ადგილების შევსება პროდუქციით, სისუფთავის და წესრიგის კონტროლი მაღაზიაში.
ჰელიუმის კონტროლი და შეკვეთა
ადგილობრივი მომწოდებლების პროდუქციის შეკვეთა და განთავსება
მაღაზიის პარკების ნაშთის კონტროლი და შეკვეთა
იმპორტის შემოსვლისას ზედნადების ატვირთვა
ასევე გაყიდვების კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება:
მომხმარებლის დახვედრა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქტთან და არსებულ (შესაძლო) აქციებთან დაკავშირებით.
მომხმარებლის სრული და ჯეროვანი ინფორმირება მაიდეის მომსახურებების შესახებ
მომხმარებლისათვის პროდუქტის შერჩევაში დახმარება მომხმარებლის ინტერესების დაცვით
მომხმარებელთათვის შეთავაზებების გაკეთება დიზაინის, თემატიკის და ბიუჯეტის გათვალისწინებით
მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის/პრობლემის მაქსიმალური ყურადღებით აღმოფხვრა სერვის სტანდარტების დაცვით კომპეტენციის ფარგლებში,საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება უშუალო ხელმძღვანელთან.
მომხმარებლის მოთხოვნების შეგროვება, რომელთა დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მიმდინარე პერიოდში
შეკვეთის მიღება, შესაბამის ფაილში აღრიცხვა და შეკვეთის მიწოდების დროული ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი
სალარო ოპერაციების წარმოება, ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება კომპანიის წესების დაცვით
დღის ბოლოს სალაროს დახურვა, ნავაჭრი ნაღდი ფულის დათვლა და სალაროში შენახვა
პროდუქტის განლაგება თაროებზე კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
თაროებზე განთავსებული პროდუქტის ხარისხის და სისუფთავის რეგულარული კონტროლი
ფასმაჩვენებლების კონტროლი
მარაგის კონტროლი მაღაზიის თაროებსა და საწყობში და მარაგებზე მატერიალური პასუხისმგებლობა.
მიღებული პროდუქციის აღწერა და რეპორტის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისათვის.
სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა მაღაზიაში, თითოეული პროდუქტის და თაროს რეგულარული გაწმენდა/მოწესრიგება
მიწოდების სერვისის წარმომადგენებისათვის შეკვეთის მიღება, მიწოდების დეტალების სწორი რეგისტრაცია და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე გადაცემა შემდგომი დამუშავების მიზნით
კომპანიის სტანდარტებისა და შინაგანაწესის დაცვა
უშუალო ხელმძღვანელის/საოპერაციო დირექტორის/დირექტორის მიერ, კომპანიის საოპერაციო მიზნებისა და ინტერესების ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება
განათლება და გამოცდილება
ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სასურველია სააღრიცხვო-სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა
კომპანიაში არსებული სტანდარტების, პოლიტიკის და პროცედურების ცოდნა
პროდუქტის მახასიათებლების და ფასების სრულყოფილი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
თავაზიანი
ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
გუნდში მუშაობის უნარი
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ენერგიული და მოტივირებული