სტანდარტული

პრისეილერი

13 ნოემბერი - 12 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Leader Sytem - საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების
ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის
პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების დროული ანალიზი;
  • წინასწარ დადგენილი მარშუტის მიხედვით გადაადგილება და დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედება;
  • შეხვედრების მართვა მიმდინარე კლიენტებთან;
  • საბითუმო-საცალო კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა და მუდმივი ყურადღება მის გაუმჯობესებაზე;
  • კლიენტთა ბაზის და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
  • ბაზრის კვლევის ჩატარება (კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიების ეფექტურობა და ა.შ.;
 მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
  • სასურველია სამშენებლო სფეროში/სამშენებლო პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება;
  • ენები: სასურველია B2 რუსული/ინგლისური;
  • ინტერესი სამშენებლო ბიზნესის მიმართ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
 უნარები:
  • გაყიდვების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • მოტივაციის მაღალი დონე, მონდომება და მიზანდასახულობა;
  • კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები;
  • დეტალებზე ფოკუსირება - ხარისხზე და სიზუსტეზე
 ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
  • სამუშაო გრაფიკი: 6 დღე
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი
  • ანაზღაურება ფიქსირებული +ბონუსი (საშუალოდ 2000 ლარი)
  • საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
  • ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
  • ტრენინგებს და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ
მისამართზე: hr@leadersystem.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პრისეილერი ბათუმი“

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად
ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია Leader Sytem-მა დაამუშავოს თქვენ მიერ
მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში.
შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე
ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.   
პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ
ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge
13 ნოემბერი - 12 დეკემბერი