პრემიუმი

სივრცის თანამშრომელი

21 ნოემბერი - 14 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
33 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

“აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“ საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია კვების ობიექტებით, ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო", პომოდორისიმოს ქვე ბრენდი „პანუოცო“, "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით და „ფუდ ლაბი“ - სივრცე კლინარიული მასტერკლასებისთვის.

იტალიური სწრაფი კვების ობიექტი „პანუოცო“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის თანამშრომლის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 33;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შეკვეთის მიღება და მომხმარებლის სწრაფად და ეფექტიანად მომსახურება;
  • სალარო ოპერაციების შესრულება და შეკვეთის გაცემა;
  • ყავის და სხვა სასმელების მომზადება;
  • სალათების, ვრაპების, სენდვიჩების და მენიუში არსებული სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
  • ჰიგიენური ნორმების დაცვა;
პირობები:

  • 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
  • ცვლაში 3-4 თანამშრომელი;
  • ანაზღაურება - 1000 ლარი + ნავაჭრის %;
  • ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდგომ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება;
  • კვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • პროფესიული ზრდის და კრიერული წინსვლის შესაძლებლობა;
უნარ-ჩვევები:     
            
  • ორგანიზებულობა;
  • სისწრაფე;
  • პუნქტუალურობა;
  • დროის მართვის უნარი;
ჩვენთან გამოცდილება არ არის აუცილებელი. 

თუ გსურს შემოუერთდე ICR-ის გუნდს და მიიღო პროფესიონალებთან მუშაობის გამოცდილება , მაშინ გამოგზავნეთ CV.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მისამართი
ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
21 ნოემბერი - 14 დეკემბერი