სტანდარტული

რეგისტრატორი

15 ნოემბერი - 15 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
26 Twentysix May Square, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
  • ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა. 
  • რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
  • გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.
საჭირო უნარები:

  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • საცხოვრებელს;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
15 ნოემბერი - 15 დეკემბერი