სტანდარტული

ჰოსტესი

15 ნოემბერი - 15 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, ჰოსტესი პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე მოსულ სტუმრებისთვის კეთილგანწყობილ დახვედრასა და პოზიტიურ გარემოს შექმნაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

  • პოზიტიური გარემოს შექმნა მოსული სტუმრისთვის;
  • ჯავშნის მიღება და განთავსება რესტორნის მაგიდებზე; 
  • მაგიდასთან დასხდომისთანავე სტუმრისთვის რესტორნის მენიუს შეთავაზება;
  • კეთილგანწყობილი და პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება, როგორც სტუმრებთან, ასევე ყველა დეპარტამენტის თანამშრომლებთან;
  • სტუმრების მომსახურება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრის უკუკავშირის გაზიარება შესაბამის დეპარტამენტთან.
მოთხოვნები:

  • კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
  • კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა. 
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
15 ნოემბერი - 15 დეკემბერი