სტანდარტული

მიმტანი

15 ნოემბერი - 15 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო აფიშაში, მიმტანი პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე მოსულ სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, შექმნას მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემო. 

ძირითადი მოვალეობები:

  • რესტორნის ტერიტორიის მომზადება სტუმრების მისაღებად;
  • სტუმრების მომსახურება სასტუმროში არსებული სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
  • გამოყენებული ჭურჭლის შეგროვება მაგიდებიდან;
  • სამზარეულოსთან მჭიდრო კომუნიკაციით სტუმრის კმაყოფილების ზრდა;
  • გაყიდვების შესაბამისი უნარის გამოყენებით სასმელებისა და საკვების რეალიზაცია;
  • სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო სივრცის დასუფთავება;
  • რესტორნის მაგიდებზე ჯავშნის მიღება და განთავსება;
  • ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობა;
  • ყველა შეკვეთის შეყვანა სისტემაში, გადახდილი ანგარიშების კონტროლი;
  • კოლეგიალურობა, პოზიტიური დამოკიდებულება სასტუმროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან;
მოთხოვნები:

  • სასურველია პროფესიული / უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;
  • კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა. 
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მისამართი
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
15 ნოემბერი - 15 დეკემბერი