სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.
სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშაში, მორიგე ინჟინერი პასუხისმგებელია სასტუმროში მიმდინარე ტექნიკურ ოპერაციებზე, რათა უზრუნველყოს სისტემების ელექტრო და მექანიკური დანადგარების უსაფრთხო და გამართული მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული ელექტრო დანადგარების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
- გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი;
- გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
- შრომის უსასფრთხოების წესებისა და მოწყობილობათა ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა შესრულება;
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გათბობა-გაგრილების აგრეგატებთან მუშაობის გამოცდილება და ექსპლუატაციის წესების ცოდნა.
- გუნდური მუშაობის უნარები.
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა. 2 დღე/2 ღამე. 4 დღე დასვენება
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.