პრემიუმი

უმცროსი შოკოლატერი

18 ნოემბერი - 18 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
73 ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
საშუალო განათლება
უნარები
სწრაფად მუშაობის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ვაკანსიის აღწერა

"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შოკოლატერის პოზიციაზე.


კომპანიის შესახებ:


ჩვენ ვართ პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს.


პოზიციის აღწერა:


დაინტერესებული ხართ შოკოლადის ხელოვნებით და გსურთ შეისწავლოთ ეს გამორჩეული პროფესია? შოკოლატერის ხელობა საქართველოში ჯერ კიდევ ახალი და უნიკალური დარგია, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. პრემიუმ კლასის შოკოლატერები დღეს ერთ-ერთი ყველაზე დეფიციტური და მაღალანაზღაურებადი სპეციალისტები არიან საკონდიტრო ინდუსტრიაში.

ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაეუფლოთ ამ პრესტიჟულ პროფესიას სრულიად ნულიდან! გამოცდილი შოკოლატერის ხელმძღვანელობით თქვენ შეძლებთ ეტაპობრივად შეისწავლოთ პრემიუმ კლასის შოკოლადის ნაწარმის დამზადების ყველა საიდუმლო და გახდეთ ამ იშვიათი პროფესიის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში.




ძირითადი მოვალეობები:


  • გამოცდილი შოკოლატერის ზედამხედველობით პროდუქციის მომზადება;
  • ხარისხის კონტროლში დახმარება წარმოების პროცესში;
  • ინგრედიენტების მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით დასაწყობებაში დახმარება;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • მითითებული საქმის ზედმიწევნით და ყურადღებით შესრულება;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • საკონდიტრო საქმის ცოდნა;
  • სწავლის და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

*კონდიტერად ან სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად


სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 


პირველი 6 თვე გამოსაცდელი პერიოდი


დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 


გისურვებთ წარმატებებს!





მისამართი
73 ვასილ ბარნოვის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
18 ნოემბერი - 18 დეკემბერი