სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სხვლას უწყობს ხელს.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის#13,
ქ. თბილისი, ფეიქრების 14 ა(ღრმაღელის მეტროსთან)
პოზიციის დასახელება: პროდუქციის ამომკრეფი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას და ფასდაკლებების პაკეტს
- კვების დაფინანსებას
- სატრანსპორტო მომსახურებას
- ფიტპასით სარგებლობას
- მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების მომზადება ფაქტურების მიხედვით.
- დროულად და უშეცდომოთ პროდუქციის აგროვება პორტატული ხელის კომპიუტერის საშუალებით
- ჩაბარებული სექტორის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა
- ტექნიკური და/ან სამუშაოდან გამომდინარე წარმოქმნილი ხარვეზების შემთხვევაში ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაკვირვების უნარი
- სისხარტე
- მოწესრიგებულობა.
დაინტერესებულმა და მოტივირებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50.
„გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:
კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.
სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.