პრემიუმი

გერმანულ-ინგლისურენოვანი საოპერაციო მენეჯერი

20 ნოემბერი - 20 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
23 ათონელის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:30 - 18:30

ვაკანსიის აღწერა

ტურისტული კომპანია "მით ინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გერმანულ-ინგლისურენოვანი საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე. მით ინ ჯორჯია არის შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც ემსახურება უცხოელ ტურისტებს საქართველოში. კომპანიას აქვს 10 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში.

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს მოთხოვნებს და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მეილზე info@meetingeorgia.ge  ამა წლის 15 დეკემბრამდე. დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითოთ „ვაკანსია - საოპერაციო მენეჯერი“.

 

მოთხვნები კანდიდატის მიმართ:


  • უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული განხრით, სასურველია ტურიზმის ან უცხო ენების სპეციალობით;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერა, კითხვა და საუბარი);
  • გერმანული ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე (გამართული წერა, კითხვა და საუბარი); უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, ვინც ასევე დამატებით ფლობს ინგლისურ ენასაც;
  • საოფისე პროგრამების და საქმიანი მიმოწერის საფუძვლების ცოდნა, ინფორმაციის მოძიების და შესაბამის პროგრამაში ასახვის უნარი;
  • მენეჯერული და პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად დასახვა, დროის ეფექტური განაწილება, ინფორმაციის გაფილტვრა-გაანალიზება და სიზუსტე ინფორმაციის გადაცემა-ასახვისას, კოორდინირებული მუშაობა სხვა თანამშრომლებთან, პასუხისმგებლობის გაცნობიერება, საქმისადმი ერთგულება, კარგი საკომინიკაციო უნარები;
  • სასურველია ასევე კანდიდატს ჰქონდეს სიახლეების მიმართ მიმღებლობა, იყოს ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საქართველოში მოგზაურობის და/ან საზღვარგარეთ მოგზაურობა/ცხოვრების გამოცდილება;

 სამუშაო გრაფიკი09:30-18:30 სთორშაბათიდან პარასკევის ჩათვლითშესვენება 13:00-14:00 სთ.


საოპერაციო მენეჯერის მოვალეობები:


  • გაყიდვების მენეჯერის მიერ გაყიდული ტურის პროგრამის დეტალური გაწერა (გერმანული, ინგლისური);
  • ტურის პროგრამით გათვალისწინებული სუბიექტების თუ ობიექტების დაჯავშნა (მაგ. რესტორანი, მუზეუმი, მარანი თუ სხვა, გარდა სასტუმროსი), მომსახურების მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება და შესაბამის პროგრამაში ელექტრონულად ასახვა;
  • დამკვეთისთვის, გიდისთვის, მძღოლისთვის თუ ოფისის თანამშრომლისთვის საჭირო საბუთების და ინფორმაციის გამზადება-გატანა აღნიშნული ტურის გარშემო;
  • ტურის მსვლელობისას წარმოჩენილი პრობლემების მოგვარება, ტურისტებთან, გიდთან, მძღოლთან თუ ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია საჭიროების მიხედვით;
  • ტურის დასრულების შემდეგ უკუკავშირი;
  • ახალი ტურისტული ობიექტების მოძიება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა, ასევე არსებული ინფორმაციის განახლება;
  • საოპერაციო პროცესზე პასუხისმგებლობის აღება და სრულყოფაზე ზრუნვა.  

 

ჩვენ გთავაზობთ:


  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებულ ოფისში (გიორგი ათონელის ქუჩა N 23), მარტივად მისადგომი ქალაქის სხვადასხვა უბნიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საინტერესო გასვლით აქტივობებს საქართველოს მასშტაბით კონტაქტების დამყარების და ობიექტების შესწავლის მიზნით;
  • პერიოდულად დარგობრივ ტრენინგებში მონაწილეობას;
  • ანაზღაურებად 24 დღე შვებულებას წლის განმავლობაში;
  • ყოველთვიურ ხელფასს ხელზე ასაღები 1500 ლარი, ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელფასი 1000 ლარი;
  • წლიურ ბონუსს შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სტუმართა კმაყოფილების მიხედვით.   

20 ნოემბერი - 20 დეკემბერი