მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას გუნდის წევრის პოზიციაზე.
გახდი გამორჩეული გუნდის წევრი და იზრუნე შენს კარიერულ ზრდაზე
სამუშაო პირობები:
სრული სამუშაო განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი, რომელიც მორგებულია ინდივიდუალურად შენზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გოთუას 7 ნომერი.
ანაზღაურება:
საათობრივია და შესაბამისად ოდენობა დამოკიდებულია თვის ჭრილში ნამუშევარ საათების რაოდენობაზე;
სრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში შეადგენს 1000 ₾;
ანაზღაურება მზარდია შიდა პოლიტიკით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად, პირველი ზრდა მუშაობის დაწყებიდან სამ თვეში მოხდება;
ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში გაზრდილი საათობრივი ტარიფი;
ბონუსი: წელიწადში ორჯერ, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის მიხედვით.
იმუშავე სასიამოვნო გარემოსა და მეგობრულ გუნდში;
შეიქმენი პირადი შემოსავლის წყარო;
მიიღე გამოცდილება სტაბილურ, საერთაშორისო კომპანიაში;
იმუშავე შენზე მორგებული გრაფიკით.
რას გთავაზობს მაკდონალდსი?
დაწინაურების შესაძლებლობა 6 თვეში ერთხელ
გუნდის წევრი - ინსტრუქტორი - მენეჯერი
გოთუას რესტორნის შემთხვევაში კომპანია ანაზღაურებს ტაქსით ტრანსპორტირებას რესტორნიდან უახლოეს მეტრომდე და პირიქით
70% ფასდაკლება მაკდონალდსის პროდუქციაზე;
მაქსიმალური ხელშეწყობა სამუშაო განრიგის შედგენისას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სწავლისა და მუშაობის მარტივად შეთავსებას;
ინდივიდუალური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები – თვის/წლის საუკეთესო თანამშრომელი, თვის/წლის სადგურის საუკეთესო თანამშრომელი, თანამშრომელთა დაბადების დღის პროგრამა, ბიზნეს პარტნიორის აღიარების პროგრამა;
გუნდური მიღწევების მასტიმულირებელი პროგრამები –გუნდის საღამოები, შიდა გუნდური კონკურსები, ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მასტიმულირებელი სპორტული ღონისძიება, ექსკურსია და სხვა;
შიდა ტრენინგები.
ინფორმაცია მთავარი მოთხოვნებისა და გუნდის წევრის პოზიციის ვალდებულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კარიერის გვერდზე.