"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 6 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მზარეული.
ძირითადი მოვალეობები:
კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
საკვები პროდუქტების სწორად დახარისხება და შენახვა;
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია განათლება კულინარიის მიმართულებით;
სასურველია მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1-3 წელი;
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
გრაფიკი - 2/2 ;
სამუშაო საათები: 09:00 - 21:00,
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (900-1200 ლარი);
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.