სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
გრაფიკი: სრული (მცოცავი)
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ანაზღაურების სისტემა: სისტემა იცვლება კომპანიაში სამუშაო გამოცდილების შესაბამისად და ითვალისწინებს ფიქსირებულ ანაზღაურებას და წლიურ ბონუსს.
ფიქსირებული დარიცხული (Gross) ანაზღაურება:
1250 ლარი (0-დან 6 თვემდე გამოცდილება)
1500 ლარი (6-დან 12 თვემდე გამოცდილება)
1750 ლარი (12 თვე და მეტი გამოცდილება)
პასუხისმგებლობები:
კლიენტისთვის სამედიცინო მომსახურებების ორგანიზება და პროცესის სრულად მხარდაჭერა;
სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გარე სატელეფონო ზარების მიღება;
კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ზარის შინაარსიდან გამომდინარე;
კლიენტისთვის ვიზიტის დაგეგმვა პერსონალურ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან და შესაბამისი მიმართვის გაცემა დაზღვევის კონტრაქტის პირობების დაცვით;
გადაუდებელ შემთხვევებში კლიენტის გადამისამართება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში საჭიროებისამებრ და პროცესის მართვა შემთხვევის დასრულებამდე;
კლიენტებთან გარე გამავალი ზარების განხორციელება;
კლიენტთა მომსახურება კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხების (მაგ. FB ჩათი) მეშვეობით;
კომპანიის სადაზღვევო პროგრამასთან მუშაობა ინფორმაციის მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია და სხვა მომიჯნავე სპეციალობები);
ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზეპირი კომუნიკაციის უნარი);
სამედიცინო ან/და სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე:
https://www.linkedin.com/company/gpih-vig/