პრემიუმი

ბიზნეს პროცესების მენეჯერი

27 ნოემბერი - 27 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მენეჯერის თანამდებობაზე.


სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.



პასუხისმგებლობები:

  •  ბიზნეს პროცესების გაწერა, ფორმალიზება, შესრულების მონიტორინგი, ოპტიმიზაციის გზების გამოვლენა და დანერგვა;

  • ბიზნეს პროცესების დამხმარე დოკუმენტაციის, სტანდარტების, გაიდლაინების, პოლიტიკების  შემუშავება პროცესის მფლობელებთან ერთად;

  • ბიზნეს პროცესების მოთხოვნების, მათ შორის მათი ხარჯთეფექტურობის მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების წარმოდგენა და პროცესის მფლობელებთან ერთად აღმოფხვრაზე მუშაობა;

  • პროცესების მეთოდოლოგიის და ერთიანი სტანდარტის შემუშავება/დანერგვა ორგანიზაციულ ერთეულებში;

  • სხვა პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.


მოთხოვნები:

  • სრული უმაღლესი განათლება;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა: შიდა აუდიტი, ხარისხის მართვა, პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია);

  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;

  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);


დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.



რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 11 დეკემბერი. 


ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე:

27 ნოემბერი - 27 დეკემბერი