პრემიუმი

პროექტების მენეჯერი

27 ნოემბერი - 27 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.


სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.


პასუხისმგებლობები:


  • კომპანიის პროექტების დაგეგმვა და აღსრულების მონიტორინგი პროექტების მართვის პოლიტიკის, პროცესების და საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით;

  • პროექტის წარმატებით შეფასებისთვის გაზომვადი საზომების დადგენა პროექტის გუნდთან ერთად;

  • პროექტების ჩაშლა ქვაკუთხედებად და გაზომვადი შედეგების დადგენა განხორციელების ეტაპებზე;

  • პროექტის თანმიმდევრულად, დადგენილი სტანდარტების და მეთოდოლოგიების შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა;

  • პროექტების მუდმივი მონიტორინგი პროექტის მიზნებთან, ამოცანებთან, ვადებთან და მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

  • პროექტების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება პროექტის მფლობელებთან ერთად;

  • პროექტების რისკების გამოვლენა, გადაჭრის გზების დაგეგმვა და პრობლემის დროული ესკალირება მენეჯმენტთან, საჭიროებისამებრ;

  • პროექტების შედეგების მონიტორინგი და კვარტლური ანგარიშგებების წარმოება დაინტერესებულ მხარეებთან ძირითადი საზომების მიხედვით;

  • პროექტის გუნდების და IT გუნდების სამუშაოების კოორდინაცია;

  • ბიზნეს და IT გუნდების ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

  • სხვა პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში);

  • პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

  • MS Excel-ის სრულყოფილ დონეზე ცოდნა;

  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ პროფესიონალურ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი უნარი;

  • PMP (Project Management Professional) სერთიფიცირება ან პროექტების მართვის სიღრმისეული კურსის გავლა (მაგ. Master’s Certificate in Project Management) ჩაითვლება უპირატესობად;

  • Agile/Scrum მეთოდოლოგიით პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • MS Project და Azure Devops პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.



 

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.


რეზიუმეების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 13 დეკემბერი.


ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე:

27 ნოემბერი - 27 დეკემბერი