სტანდარტული

საკონდიტროს უმცროსი სუ შეფი

03 დეკემბერი - 27 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS  TBILISI აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს უმცროსი სუ შეფის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • დაეხმაროს საკონდიტროს შეფსა და სუ შეფს ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • გაუწიოს ზედამხედველობა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს;
  • გააფორმოს და მოამზადოს საკონდიტრო პროდუქტები;
  • გამოიყენოს სასწორი და საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
  • შეარჩიოს საკონდიტრო პროდუქტების მომზადებისთვის საჭირო ნედლეული;
  • მოამზადოს საკონდიტრო სოუსები და მოსართავი ელემენტები;
  • მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
  • გააკონტროლოს საცხობის, მაცივრების, დანადგარების, ღუმელებისა და სამზარეულოში არსებული ინვენტარის ზედაპირების სისუფთავე;
  • მუდმივად აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა;
  • ზედამხედველობა გაუწიოს დესერტების შენახვის წესების დაცვას: ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
  • გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში;
  • მონაწილეობა მიიღოს საკონდიტროს მიმართულებით ახალი პროდუქტების შექმნაში; 
  • მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
  • აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
საჭირო უნარები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება საკონდიტროს მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • დაზღვევას;
  • კვებას;
  • კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://wrk.ge/uAMAVeXrkY

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
03 დეკემბერი - 27 დეკემბერი