პრემიუმი

დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

27 ნოემბერი - 27 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1200 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას დღე ღამის ცვლის  მოლარე, ექსპერტ-შემფასებელის პოზიციაზე


ვაკანსიის დასახელება:  დღე ღამის ცვლის  მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, 

სამუშაო საათები:

  • თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.

  • დღის შესვენება 1 საათი,  ღამის შესვენება 4 საათი.

ანაზღაურება:  ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი (ხელზე ასაღები).


ბენეფიტები: 


  • ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე ბონუსი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით.

  • სამედიცინო დაზღვევა;

  • დაბადების დღის დანამატი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • ნაღდ  ფულთან  მუშაობის  მინიმუმ  ერთწლიანი  გამოცდილება;

  • ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

  • რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:


  • ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;

  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების  წარმოება;

  • ფულადი გზავნილების ოპერაციების  წარმოება; 

  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში; 

  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა.  

  • კლიენტის ხარისხიანი,  სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;

  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი  დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:


  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • შრომისმოყვარე,  ენერგიული,   მიზანსწრაფული;

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ  პირებს  გთხოვთ,  2024  წლის  26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში     გადმოაგზავნოთ თქვენი  რეზიუმე (CV)


შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!


დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე:  http://www.girocredit.ge/ 


27 ნოემბერი - 27 დეკემბერი