სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ყოველდღიურად ასუფთავებს ტერიტორიას, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
უზრუნველყოფს ინვენტარის სისუფთავეს;
მონიტორინგს უწევს წუნდებულ ნივთებს;
დაკარგული ნივთებს ათავსებს დასუფთავების დეპარტამენტში;
ავსებს შესაბამის ფორმას ყოველი ცვლის ბოლოს, რათა უზრუნველყოს ურიკების საჭირო სასაწყობე რაოდენობა;
უზრუნველყოფს აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვას;
ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ატყობინებს ცვლის უფროსს/ზედამხედველს;
ეცნობა კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესებს და ასრულებს მოვალეობებს ამ პროცედურების გათვალისწინებით.
საჭირო უნარები:
სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
კარგი კომუნიკაციის უნარი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
დაზღვევას;
კვებას;
ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 დეკემბრამდე ლინკზე: https://wrk.ge/D48lkyAm5U
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.