სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას რუმს სერვისის მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
დროულად ალაგების და ურიკების გატანის უზრუნველყოფა;
მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა;
სამუშაო ადგილას სისუფთავის შენარჩუნება;
სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები:
სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
დამატებითი სარგებელი:
პროფესიული განვითარება;
კონკურენტული ანაზღაურება;
ტრანსპორტირება ღამის საათებში;
დაზღვევა;
კვება;
სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
დაზღვევას;
კვებას;
კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 დეკემბრამდე ლინკზე: https://wrk.ge/uByaUJxg7x