სასტუმრო „HOLIDAY INN TBILISI“ აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სამზარეულოს ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.)
ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.).
ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა;
ყველა მასალის საღ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
დამატებითი მოთხოვნები:
კარგი კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
დაზღვევას;
კვებას;
ტრანსპორტირებას საღამოს საათებში;
კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ლინკზე: https://wrk.ge/QmtVzcjuyO
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "აჭარა ჯგუფი" -ს, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.