სტანდარტული

ჰოთ-დოგ მეიქერი

08 იანვარი - 15 იანვარი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
900-1100 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.


„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

 

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.


სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ჰოთ-დოგ მეიქერის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე


ჩვენ გთავაზობთ:


  • გაზრდილ ანაზღაურებას თბილისის ყველა ფილიალში - 900 - 1100 ლარი;
  • ფასდაკლებას კვებაზე;
  • 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, კვირაში 40 სამუშაო საათი;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.


ფუნქცია-მოვალეობები:


  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • სენდვიჩებისა და ჰოთ-დოგების მომზადება;
  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
  • პროდუქციის დახარისხება და კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების წარმოება.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/LR4vIvZe

გისურვებთ წარმატებას!
კატეგორია
საცალო ვაჭრობა
გაყიდვები
სლოგანი
„ნიკორა სუპერმარკეტი“ - ბრენდი, რომელიც სანდოა!
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 იანვარი - 15 იანვარი