"ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ"-ს განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!
ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - სერვისის კონსულტანტი (ბარისტა) - თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მოსახურება;
- ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
- სენდვიჩების, ჰოთ დოგების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
- შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
რატომ დანქინი?
- ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
- ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
- ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
- ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას
- ჩვენთან ღიმილი მთავარია
- ერთად უკეთესია და ერთად ვგულისმობთ შენთან ერთად!
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე
- მზარდ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- Fitpass
- მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45
**რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება DUNKIN’-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის
ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@dd.ge