პრემიუმი

ფსიქოლოგი/ქცევითი თერაპევტი

26 დეკემბერი - 14 იანვარი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

 ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი - ბათუმი , აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის/ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

 „პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ. 

 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.

ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! 

ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! 

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

🌐 დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ:

http://americanacademyprogress.edu.ge/ 

 

თანამდებობის დასახელება: ფსიქოლოგი/ქცევითი თერაპევტი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:  ქ.ბათუმი, ვ.შამილაძის N30.

გრაფიკი:  სრული ( 40 - საათიანი სამუშაო კვირა)

ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

 

  • ბავშვების ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასება და ინდივიდუალური გეგმის შემუშავება.
  • ქცევის მართვის სტრატეგიების დანერგვა და განხორციელება.
  • პრობლემური ქცევების იდენტიფიცირება და მათი მართვის ეფექტური გზების შემუშავება.
  • მშობლებისა და მასწავლებლების კონსულტაცია ბავშვის ქცევისა და ემოციური განვითარების საკითხებზე.
  • უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა.
  • ტრენინგებისა და საინფორმაციო სესიების ორგანიზება მასწავლებლებისა და პერსონალისთვის.

მოთხოვნები:


  • ფსიქოლოგიის/ქცევის თერაპიის სფეროში შესაბამისი განათლება (ბაკალავრი/მაგისტრი).
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ემპათია, კომუნიკაციის უნარი და გუნდში მუშაობის გამოცდილება.
  • სერტიფიცირება ქცევის თერაპიის/ფსიქოლოგიური მეთოდების სფეროში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკის ცოდნა ქცევის მართვაში. 

დამატებით საჭირო კომპეტენციები:


  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
  • გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება;
  • ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
  • თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი.

უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.


დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ საკუთარი რეზიუმე.


საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის
14 იანვარი.


ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.


თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.


სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

26 დეკემბერი - 14 იანვარი