პრემიუმი

ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტი

26 დეკემბერი - 25 იანვარი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში „ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტის“ პოზიციის კანდიდატურაზე.

ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზირებული მომსახურება).


პირობები და სხვა დეტალები:

გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული განაკვეთი
ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი
ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი, სტანდარტული ბენეფიტებით

შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით

აღწერილობა და პასუხისმგებლობები:

  • ახალდამკვეთებთან გაფორმებული კონტრაქტებისა და დანართების შემოსავლების დარიცხვის ბაზასთან შედარება და ყოველთვიური დარიცხვების ბაზების ბუღალტერიისთვის საჭირო ფორმატით (ექსელის ფაილით) გაზიარება.
  • მომსახურების ხელშეკრულებების დადარება FieldWork-ში დარეგისტრირებულ ინფორმაციასთან და კონტრაქტების/დანართების BDO PORTAL-ზე ატვირთვა;
  • ინფორმაციის დაზუსტების/გასწორების მიზნით, BDO და FieldWork-ის დარიცხვების ბაზების შედარებისას დაფიქსირებული უზუსტობების ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტებისთვის გაზიარება მეილის სახით.
  • დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
  • ბუღალტერიისგან საბოლოო რეალიზაციის ფაილის მიღება და შემოსავლების შემოწმება, RS-თან დადარება და BDO-ს მხრიდან პროგრამულად გატარებული დარიცხვების დადასტურება.
  • გამონაკლისი დამკვეთებისთვის მიმდინარე თვის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის მომზადება და ატვირთვა; საჭიროების მიხედვით ინვოისის ხელით გენერირება და იმეილზე გაგზავნა;
  • ბუღალტერიისგან ავანსებზე ინფორმაციის მიღება შემოწმება და დამკვეთებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან სხვადასხვა აქტების გაფორმება (შედარების, სამმხრივი აქტი, ურთიერთჩათვლა);
  • ყოველდღიურად ბალანსის პროგრამაში საბანკო ამონაწერის გატარება;
  • დებიტორული დავალიანებებისა და ვადების ბაზის მართვა, განახლება და მენეჯმენტისთვის/ ჰიგიენა-სანიტარიის კონსულტანტებისთვის რეპორტების მომზადება;
  • საინვოისე საკონტაქტო ბაზის მუდმივი განახლება და ბუღალტერიისთვის გაზიარება;
  • კომპანიის ტელეფონზე შემომავალი დებიტორებთან დაკავშირებული ზარების კონტროლი და პროგრამულად თვის დათქმულ თარიღებში დამკვეთებთან დებიტორული დავალიანების ვადის შესაბამისი მეილების გაგზავნა;
  • შეწყვეტილი სტატუსის მქონე კომპანიებთან წერილობითი კომუნიკაცია საკითხის აღსრულებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
  • ყოველთვიურად აღსრულებაში გადასაცემი დებიტორების სიის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიულ კომპანიასთან გადაგზავნა/მონიტორინგი. 6 თვეში ერთხელ ბუღალტერიისთვის აღსრულებაში გადაცემული კომპანიების სტატუსების განახლება, საჭიროების შემთხვევაში ნაშთების ჩამოწერა;
  • ქოლ-ცენტრისთვის დებიტორული დავალიანებების ფაილის გაზიარება და პროცესის მონიტორინგი.
  • ხარვეზიანი ხელშეკრულებების და დანართების აღრიცხვა, კონტროლი და გასწორებული დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  • დამკვეთის/მომხმარებლის დავალიანების და შესაბამისი ბილინგ პროცესის მართვა.
  • ბექ-ოფისის კადრების დრო და დრო დახმარება და ჩანაცვლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველი, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • სასურველია, მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • MS Excel-ის სათანადო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Outlook-ის სათანადო ცოდნა;
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
გააჩნდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს-პროცესების ანალიზი)
უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
აუცილებელია, რომ კანდიდატს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
26 დეკემბერი - 25 იანვარი