“wegroup”-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საერთაშორისო ბრენდების SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.
ჩვენ მზარდ გუნდში ვეძებთ ენერგიით და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მაღალი ანაზღაურება;
- პროფესიული ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- შვებულება გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა;
- კორპორატიული ფასდაკლება MANDARINA და REDBERRY-ის ბრენდულ პროდუქციაზე;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო.
ფუნქცია და მოვალეობები:
- გაყიდვების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
- პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა, კონკურენტების შესწავლა და ანალიზი;
- ბაზრის ტენდენციების დადგენა, ახალი მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიცირება;
- სამკაულების და აქსესუარების სექტორში სხვადასხვა არხებით კორპორატიული კლიენტების მოძიება;
- პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის განხორციელება თბილისსა და რეგიონებში;
- კორპორატიულ კლიენტებთან პირველადი კომუნიკაციისთვის პრეზენტაციის/საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
- დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მართვა;
- არსებული და პოტენციური დამკვეთების ბაზების წარმოება;
- გაყიდვების პერფორმანსის ანალიტიკა, გეგმასთან მიმართებაში გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პროაქტიულობა/ინიციატივიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ოპერატიულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- B2B გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საიუველირო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საიუველირო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/411JsLA
დამატებითი ინფორმაცია
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.
გისურვებთ წარმატებას!